leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე

„არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ვეუბნებოდით ყველას – ჩვენი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომ იყვნენ ობიექტურები და სამართლიანები ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ და რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დარღვეული, კერძოდ ის, რომ არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხმა და ჯგუფებმა და ვიცით, რომ ეს იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ ფარგლებში წამოყენებული ინიციატივა, რომლის შემუშავებაში ქართველი მოღალატე ოპოზიცია და უკრაინის დელეგაცია იყო ჩართული.

შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტია“ ის ხალხია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამდა თავი კონფერენციაზე და მწამებლის მხარდამჭერია. ეს ის უკრაინული დელეგაციაა გონჩარენკოს ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდოდა, რომ ჩვენ საზარბაზნე ხორცად გამოვეყენებინეთ, ჩავერთეთ ომში და მოგვიწოდებდნენ, რომ რამენაირად რუსეთის მზერა უკრაინიდან საქართველოში გადმოგვეტანა და აქ გვქონოდა გამართული ბრძოლა. ეს ის მოღალატე ოპოზიციაა, რომელიც ამ ყველაფერში იყო აყოლილი. ასე რომ, შეიკრა ანტიქართული კოალიცია ამ მხრივ და ჩვენ ვნახეთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იყო მიღებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაგები იყო ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილებაც – როდესაც ცდილობენ, რომ გააუქმონ ქართველი ხალხის ნება, წაშალონ 1 120 000 ადამიანის ნება, ეს სცდება ყველანაირ წარმოდგენას, რასაც ეფუძნება საპარლამენტო ასამბლეა. სანამ არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ, ამ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს მონაწილეობას და შესაბამისი დელეგაციაც გამოწვეული იქნება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპის საბჭოს მხოლოდ საპარლამენტო განზომილება.

„თავად ორგანიზაცია – ევროპის საბჭო, რომლის წევრიც 1999 წელს გავხდით და რომლის მონაწილეც ვართ სხვადასხვა ინსტიტუციაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ღირებულია თანამშრომლობა. იცით, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ბატონი ბერსე იყო ჩამოსული, რომელსაც, ვნახეთ, როგორი ქოქოლა დააყარა ოპოზიციამ და ზუსტად იმ ხალხმა, რომელმაც ახლა ამ რეზოლუციას დაუწირა მხარი – მათ სინამდვილეში არ სურთ არანაირი სიმართლე და რეალობა. მათ სურთ ერთი რამ – სააკაშვილის სტილის რეჟიმის დაბრუნება საქართველოში იმიტომ, რომ დისკომფორტია მათთვის ქართველი ხალხის არჩევანი და თავისუფალი ხალხის ნება.

სინამდვილეში ეს არის პრობლემური უცხოელი ამ დაჯგუფებებისთვის – ქართველი ხალხის თავისუფლება, როდესაც ჩვენი ხალხი თავის ნებას თავისუფლად გამოხატავს. სინამდვილეში ამას ებრძვიან ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, სინამდვილეში ისინი თავისუფლების ლოზუნგით მონობისთვის იბრძვიან, რომ დაემონონ უცხოს ნებას და არა საკუთარი ნება ჰქონდეთ, რომ დაემონონო უცხოს სურვილს და არა ქართველი ხალხის სურვილს, ნებას და განწყობას. ეს არის მართლაც არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის და ვხედავთ ჩვენ, რომ მონობის მხარეს დგას დღეს ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და მათი მართვა მიმდინარეობს ზუსტად უცხოეთის სხვადასხვა დაჯგუფების მხრიდან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ