leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო ასამბლეაზე, რა თქმა უნდა მათმა გადაწყვეტილებამ გვაიძულა ჩვენ, რომ ამაზე რეაქცია გვქონოდა

„ზუსტად აქვე აღიარეს, თუ რამხელა ბლეფს აქვს ადგილი ოპოზიციის, ენჯეოების და ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის თუ დიპლომატის მხრიდან, როდესაც 28 ნოემბრის განცხადებაზე საუბრობენ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა, გააჩერა თუ არ დაიწყო მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან. დღეს ისინი თავადაც აღიარებენ, ზუსტად ამას ამბობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ სტილი არისო. დიახ, 28 ნოემბერს, როდესაც ჩვენ ვთქვით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამას არ დავაყენებთ დღის წესრიგში, ეს ყველაფერი მოვაყოლეთ ევროკავშირის ელჩის რამდენიმე განცხადებას, რომელიც ყოველ ჯერზე გვახსენებდა, რომ ევროკავშირს ჰქონდა შეჩერებული ეს პროცესი. ამას მოვაყოლეთ ჩვენ, რომ თუკი პროცესის გასაახლებლად თქვენ მოიაზრებთ იმას, რომ ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს ეროვნულ მისიებზე და ავყვებით ყველაფერს, რასაც მოგვთხოვთ, რა თქმა უნდა ჩვენ ასე არ დავაყენებთ და არ იქნება ასე საკითხი. ვთქვით, რომ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას.

როგორც ახალა საპარლამენტო ასამბლეაზე, რა თქმა უნდა მათმა გადაწყვეტილებამ გვაიძულა ჩვენ, რომ შესაბამისად ამაზე რეაქცია გვქონოდა. ზუსტად აქ გამოვლინდა მთავარი ფარსი, რასაც ოპოზიცია, ენჯეოები რამდენიმე ელჩი მათ შორის საქართველოში უცხოური და უცხოელი პოლიტიკოსები რასაც ორი თვეა ქართველ ხალხს თავს ახვევენ. თითქოს 28 ნოემბრის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ რაღაცა გააჩერა, რაღაცაზე უარი თქვა, რაღაცა არ დაიწყო, რაც არის ტყუილი, ეს არის ზუსტად მათი ქცევები. ეს იყო ზუსტად კომისია, რომელმაც თქვა, რომ იმის გამო რასაც დღეს ტრამპი ამბობს და თვითონაც ვეღარ ბედავენ რომ შეეწინააღმდეგონ ტრამპს ეს ენჯეოები და რიგი დადგა პარტიებისა უცხოური ხელისუფლებებისა, რომლებიც დგანან და ცდილობენ აჰყვნენ ტრამპის მოწოდებებს.

ზუსტად იმ კანონზე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით და ამის გამო იყო რომ თქვეს რომ შევაჩერეთ, „გამჭვირვალობის კანონის“ გამო თქვეს, რომ შევაჩერეთ პროცესი მოლაპარაკების დაწყებისა. ევროკავშირმა, ევროკომისიამ თქვა, ევროკავშირის ელჩმა თქვა ეს ყველაფერი და იმის გამო, რაც დღეს უკვე ბანალური ჭეშმარიტებაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ