leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხარაგაულში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში,   5 კუბურ მეტრამდე  „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ზესტაფონის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი.

„წაბლი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რომლის დაანგარიშებაც მიმდინარეობს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

ასევე იხილეთ