უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ Facebook-ში დაწერა, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა.
“მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უარყოფს, მაგრამ დღეს მსოფლიო პოლიტიკაში სავსებით ახალი სიტუაციაა შექმნილი. პატრიოტულმა ძალებმა წინ წაიწიეს, პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა ახლა მეინსტრიმია. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში შეიძლება წაუყრუო, თითქოს ამას არ იმჩნევ, მაგრამ ეს მაინც ასეა“, – დაწერა სიიარტომ.
მისი განცხადებით, სამხრეთ ევროპაში უნგრეთის მოკავშირეები ძლიერდებიან და ეთანხმებიან იმას, რომ ევროკავშირი უნდა იყო არა ზესახელმწიფო, არამედ ერების კავშირი, რომლებიც ამაყობენ საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მემკვიდრეობით.