leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: „EMAAR ჯგუფმა“ სერბეთშიც დაიწყო საქართველოს მსგავსი პროექტი და ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში პროექტის მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს „EMAAR“-ის მიერ აშენებულ კორპუსებში, ასე მოხდება ჩვენთანაც

„EMAAR ჯგუფმა“ სერბეთშიც დაიწყო საქართველოს მსგავსი პროექტი და იქაც ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა ოპოზიციის მხრიდან, როგორც ჩვენთან, იმიტომ, რომ იქაც და აქაც რადიკალებს ჰყავთ ერთი და იგივე პატრონი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან 6 მლრდ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანია, შექმნას ნიჰილიზმი და რაიმე სახის დაბრკოლება, რასაც ვერ მიაღწევს.

„ამაზე ჩვენს არაბ პარტნიორებს ეცინებათ. მათ გაიხსენეს სერბეთის მაგალითი, სერბეთშიც დაიწყეს მსგავსი პროექტი დაახლოებით 6-7 წლის წინ და ის პროექტიც სრულად განხორციელდა. როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა იქაური ოპოზიციის მხრიდან. რეალურად, იმიტომ არის ეს მსგავსება, რომ იქაც და აქაც ამ რადიკალებს ჰყავთ ერთი და იგივე პატრონი და მათი ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ რამენაირად შექმნან ნიჰილიზმი, შექმნან რაიმე დაბრკოლება, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ, რა თქმა უნდა. საინტერესო დეტალი, რაც გვითხრეს, ის ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში პროექტის მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს „EMAAR“-ის მიერ აშენებულ კორპუსებში. მე მგონი, ასე მოხდება  ჩვენთანაც. ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროს რადიკალურმა ოპოზიციამ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ