leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: ამ მოსამართლეებზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად დიდ ფსონს დებდნენ

“ჩვენს უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ, ეს მოსამართლეები არიან ის ადამიანები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად საკმაოდ დიდ ფსონს დებდნენ. როგორც ჩანს, დადგა ჟამი, ამ მოსამართლეებმა „ენჯეო“ სექტორს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათ უკან მდგომ შესაბამის ძალებს საპასუხო მადლობით უპასუხონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა დავით მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვით, ხუთი მოსამართლე – მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქული თანახმა არიან, ე.წ. ვეტინგის, კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბაროს.

„აშკარაა, რომ საკუთარ კეთილსინდისიერებაშიც შეაქვთ ეჭვი და არც თუ უსაფუძვლოდ, თუ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარს ჩავხედავთ. ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ამ მოსამართლეების მხრიდან ციხიდან გათავისუფლდნენ. იყვნენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. ასევე იყო კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ გადადგმული ლოიალური და რბილი ნაბიჯები ამ მოსამართლეების მხრიდან, თუნდაც მათი ციხიდან გათავისუფლების კუთხით.

კარგია, რომ კლანზე საუბრობენ, რადგან კლანის ძალიან აშკარა, რეალური ფორმატი და სახე არიან სწორედ ეს მოსამართლეები. ამ კლანს წლებია, ადგენს და ასისტემებს „ენჯეო“ სექტორის კონკრეტული ნაწილი საქართველოში და მათ მხარს უჭერენ კონკრეტული ძალები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პატრონების სახით, ვისაც საქართველოში ჯანმრთელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არ სჭირდება. სჭირდება სასამართლო სისტემა, როგორც ერთ დროს – 2003-2005 წლებში ზურაბ ადეიშვილმა ფეხქვეშ მოიგდო, მოაწყო ვითომ წმენდა და შემდეგ ეს სისტემა პროკურატურის დანამატად განამწესა საქართველოში. იგივე უნდათ, დღეს გააკეთონ, რისი გაკეთების საშუალება, ცხადია, ქართულ სუვერენულ სახელმწიფოში და სუვერენულ სასამართლოში არავის მიეცემა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ