leaderboard_below_slide
left_sabechdi

UFC-ის პრეზიდენტი: რამდენიმე ადამიანი აქტიურად გვარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა პრესკონფერენციაზე საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ისაუბრა.

“ყველგან ჩასვლა გვსურს. რამდენიმე ადამიანი აქტიურად გვარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. ეს ლოგიკურია, რადგან სად აქვს აზრი ყველაზე მეტად ახლა ჩასვლას? – საქართველოში, რადგან ამ ქვეყნიდან შერეულ ორთაბრძოლებში ნიჭიერი ადამიანები გამოჩნდნენ და ბუნებრივია, ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა”,  – განაცხადა დანა უაითმა.

საქართველოს შერეულ ორთაბრძოლებში ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს. საჩემპიონო ქამრები მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ მოიპოვეს და შემდეგ ქამრების დაცვაც მოახერხეს.

ასევე იხილეთ