leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: ჩვენი ხელისუფლებისა და მარკო რუბიოს პოზიცია უკრაინის ომთან მიმართებით ერთი ერთში ემთხვევა

“ჩვენი ხელისუფლებისა და მარკო რუბიოს პოზიცია უკრაინის ომთან მიმართებით ერთი ერთში ემთხვევა, ვამბობდით, ომი ის ცეცხლის რკალი იყო, რომელშიც საქართველოს ჩათრევასაც ცდილობდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს თუ რამდენად სწორი იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მშვიდობის საკითხების პრინციპულად დაცვასთან დაკავშირებით.

„მარკო რუბიოს და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში ომის დაწყებისთანავე და დღესაც ერთმანეთს ერთი ერთში ემთხვევა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ომი, რომელიც თავიდან ვერ და არ აირიდა მსოფლიომ, ის უმძიმესი ცეცხლის რკალი იყო, რომელშიც საქართველოს ჩათრევასაც ცდილობდნენ. ის ფსევდო ნარატივი, თითქოს რუსეთი განადგურდებოდა და ამ ყველაფერში მონაწილეობა მთელ მსოფლიოს უნდა მიეღო, ამან შედეგად მოიტანა ჩვენი მეგობარი უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულმა პოზიციამ დაიცვა საზოგადოება ამ მძიმე შედეგებისგან, რასაც სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხი თავის თავზე განიცდის.

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს თუ რამდენად სწორი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მაშინ, როდესაც მშვიდობის საკითხებს პრინციპულად იცავდა; რომ არ აჰყვა ცალკეული დიპლომატებისა და ცალკეული სახელმწიფოების „დიფ სტეიტის“ საცეცების სურვილებს, საქართველოც გახვეულიყო იმ ძალიან დიდ უბედურებაში, რაც უკრაინას თავს დაატყდა. ჩვენ რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ უკრაინაში არსებულ ომთან მიმართებით მარკო რუბიოსა და ჩვენი ქვეყნის ლიდერების განცხადებები, ისინი ერთმანეთს ერთი ერთში ემთხვევა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ