leaderboard_below_slide
left_sabechdi

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გრენლანდია არ იყიდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადების საპასუხოდ დანიაში ამბობენ, რომ გრენლანდია არ იყიდება. აღნიშნული განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გააკეთა.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, სადაც გრენლანდია მდებარეობს, „სახუმარო არ არის“.

“ჩვენ სერიოზულად ვამბობთ, გრენლანდია არ იყიდება”, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ინტერესები, როგორც რუბიომ ინტერვიუში გამოკვეთა, ემთხვევა დანიის ინტერესებს.

“ჩვენ თუ შეგვიძლია, ვაწარმოოთ არსებითი დისკუსია ამ საკითხზე, მაშინ გამოსავალსაც ვიპოვით“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

ასევე იხილეთ