leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამჯერად,  საგზაო სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის  ქუჩაზე   5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 565 000  ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს  გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე  ადგილზე გაეცნო.

ასევე იხილეთ