leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი PACE-ზე: ჩიხური სიტუაციაა და თვითონ საპარლამენტო ასამბლეა უნდა შეეცადოს აქ რაიმე გამოსავლის მოძებნას იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან ამ წითელი ხაზების გადაკვეთა გამორიცხულია

“ჩიხური სიტუაციაა და თვითონ საპარლამენტო ასამბლეა უნდა შეეცადოს აქ რაიმე გამოსავლის მოძებნას იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან ამ წითელი ხაზების გადაკვეთა გამორიცხულია”, – განაცხადა “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეკა სეფაშვილმა გადაცემაში “დღის ქრონიკა”.

ეკა სეფაშვილის შეფასებით, საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია აბსურდულია.

“საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი მუშაობის განახლებისთვის ჩვენი მხრიდან ნაბიჯები არ არის გადასადგმელი. დათქმები, რაც არის გაწერილი ამ რეზოლუციაში, არის აბსურდული და არა მხოლოდ აბსურდული, არამედ არაკომპეტენტური.

ამით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, პირველ რიგში, ამ ორგანიზაციას მიაყენა ჩრდილი. ჩრდილი მიაყენა სხვადასხვა პოლიტიკოსის ამ აგრესიულმა და არაკეთილსინდისიერმა მოქმედებამ თვითონ ამ PACE-ს ხელმძღვანელობასაც იმიტომ, რომ მათი ამ აგრესიული რიტორიკისა და დაუფარავი სიძულვილის გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი.

ფაქტობრივად, გამოიტანეს ისეთი რეზოლუცია, რომელიც არ ემყარება არავითარ მტკიცებულებას და ფაქტებს. აქ ჩიხური სიტუაციაა და თვითონ საპარლამენტო ასამბლეა უნდა შეეცადოს აქ რაიმე გამოსავლის მოძებნას იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან ამ წითელი ხაზების გადაკვეთა გამორიცხულია”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

ასევე იხილეთ