შალვა პაპუაშვილი: ბოლშევიკურ სტილში, დასახვრეტთა სიებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ადგენს
„ვიცოდეთ, რომ ბოლშევიკურ სტილში, დასახვრეტების ასეთ სიებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციელთა სიის გამოქვეყნებას.
„ცილისწამებაზე დაფუძნებული ტერორის ხელშეწყობა, ტერორში მონაწილეობაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.