leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეთრი სახლი: კონგრესის უმცირესობის ლიდერი აქეზებს ძალადობას და ხალხს მოუწოდებს, „ქუჩებში“ გაილაშქრონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ – ეს ძალადობრივი რიტორიკა საშიშია

თეთრი სახლი ეხმიანება კონგრესში უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის განცხადებას, რომელმაც დააანონსა, რომ „დემოკრატები“ „რესპუბლიკელების“ დღის წესრიგს „ქუჩებში“ გაუწევენ ბრძოლას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News ავრცელებს.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი კონცენტრირებულია ქვეყნის გაერთიანებასა და ამერიკელი ხალხის მიერ მოცემული მანდატის შესრულებაზე, კონგრესის უმცირესობის ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი აქეზებს ძალადობას და ხალხს მოუწოდებს, „ქუჩებში“ გაილაშქრონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ,“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესისმდივნის მოადგილემ, კუშ დესაიმ Fox News Digital-თან საუბრისას.

„ეს გაუწონასწორებელი ძალადობრივი რიტორიკა საშიშია. ლიდერმა ჯეფრისმა დაუყოვნებლივ უნდა მოიხადეს ბოდიში“, – დასძინა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესის „დემოკრატებმა“ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სწრაფ ცვლილებებზე საპასუხოდ სრულმასშტაბური წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტეს.

ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა ოთხშაბათს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე განაცხადა.

„ლიდერმა ჯეფრისმა ეს ბრძოლა აღწერა როგორც სამართლებრივი, საკანონმდებლო და ქუჩის ბრძოლა. და ვერც მე ვიტყოდი უკეთ“, – განაცხადა კალიფორნიელმა კონგრესმენმა, ჯარედ ჰაფმანმა The Hill-თან საუბრისას.

ასევე იხილეთ