leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ექვსი ადამიანი, მათ შორის პაციენტი ბავშვი, იმყოფებოდა

აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი ბავშვი და პაციენტის დედა.

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი მექსიკის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ასევე იხილეთ