ლევან ნიკოლეიშვილი ალუდა ღუდუშაურთან მივარდნის ფაქტზე: ამ არსებებს, რომლებსაც რატომღაც ერთუჯრედიანების ნიღაბი აქვთ მორგებული, რატომღაც ჰგონიათ, ასეთი იაფფასიანი პერფორმანსებით ვინმეს შეაშინებენ, არადა, პირიქით ხდება
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება, სადაც ასახულია, როგორ მიუვარდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ნათია ქობალია უმრავლესობის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს.
„უმაგრესი არგუმენტი აქვთ, „ქვეყანა თუ გიყვართ, რატომ არ გინდათ ევროკავშირში…“ ოღონდ ამ „რკინისებურ ლოგიკურ მოთხოვნას“ აუცილებლად უნდა დაუმატონ შემდეგი „იმ ევროკავშირში ყოფნა, რომელსაც თურმე შენი დამონება, დაჩმორება უნდა და პერიოდულად თავზე ლაფის დასხმასაც არ ერიდება“. ამ უნიფხვო და პირდაუბანელ არსებებს, რომლებსაც რატომღაც ერთუჯრედიანების ნიღაბი აქვთ მორგებული, რატომღაც ჰგონიათ, ასეთი იაფფასიანი პერფორმანსებით ვინმეს შეაშინებენ, არადა, პირიქით ხდება მათი ნამდვილი სახის, ბინძური გონებრივი და მორალური შესაძლებლობების რეალური გამოვლინება. უბრალო შეკითხვა რომ დაუსვა, როდის დაიწყო ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და როდის შეწყვიტა ეს მოლაპარაკებები ხელისუფლებამ, დარწმუნებული ვარ, გაუგებარ ბლუკუნს დაიწყებენ. ასეა, როცა უნიფხვოდ, პირდაუბანელი დადიხარ, იქ გონებაზე უფრო სხეული ერთვება და შესაბამისად „ყველაფერს რუსულს“ ტანით გრძნობ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.