რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების – პოლტავისა და ხარკოვის დაბომბვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
პოლტავაში რუსული თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი შენობა გახდა. დაბომბვის შედეგად პოლტავაში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 13 ადამიანი. მაშველებმა შენობაში მყოფი 22 ადამიანი გამოიყვანეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვამ შენობის შესასვლელი პირველიდან მე-5 სართულამდე დაანგრია, გაჩნდა ცეცხლი, ასევე დაზიანდა მომიჯნავე სახლები და 12 ავტომობილი.
პარალელურად, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ ხოლოდნოგორსკის რაიონში „შაჰედის” ტიპის უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ერთი კერძო სახლი. თავდასხმას ერთი ქალი ემსხვერპლა, კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა.