ირაკლი ქადაგიშვილი: შევახსენებ ყველას, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს შესაბამისი სამართლებრივი ზომების დადგომას
“შევახსენებ ყველას, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს შესაბამისი სამართლებრივი ზომების დადგომას”, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
“მაგალითად, გუშინ მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც პოლონეთში, პოლონეთის სეიმის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდა ერთ-ერთი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი და იგი დააკავეს, იმიტომ, რომ ყველგან, ყველა ქვეყანაში კანონი ამას ითვალისწინებს”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დაარეგისტრირებენ ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისია „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. ექვს თვეში მომზადდება სამართლებრივი შეფასება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას შეახსენონ, რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში დაბრუნება