ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, საერთაშორისო დახმარებები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო მიზნებისათვის, არამედ პოლიტიკური მიზნების უკანონოდ მიღწევისათვის
“სამწუხაროდ, საერთაშორისო დახმარებები, მათ შორის საგრანტო დახმარებები, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო მიზნებისათვის, არამედ პოლიტიკური მიზნების უკანონოდ მიღწევისათვის, მათ შორის „ფერადი რევოლუციების“ მომზადება/მოწყობისათვის”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
“კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ითვალისწინებდა მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას, დღეს უკვე ნათელია, რატომაც არ უნდოდათ ეს გამჭვირვალობა”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ-ში ჰაკერებმა USAID-ის გრანტების ბაზა გატეხეს, საიდანაც გაირკვა, რომ თანხები გამოყოფილი იყო სამ პროექტზე, რომლის დეტალური ინფორმაციაც უცნობია.