leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვაჟა მარგველაშვილმა პარიზის „გრანდ სლემზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საფრანგეთში პარიზის „გრანდ სლემი” მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე მურად ჩოპანოვი იპონით დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე ვაჟა მარგველაშვილმა ფრანგი რომარიკ ბოუდა და აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი დაამარცხა, ნახევარფინალი კი დაიკი ბოუბასთან დათმო.

ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იხილეთ