leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: სანქციების დარღვევა ომში თანამონაწილეობად უნდა განიხილებოდეს, სიცოცხლის განადგურებას ვინც ეხმარება, პასუხი უნდა აგოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში თანამონაწილეობა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა უკრაინისთვის ასეთი ზიანის მიყენებას დარტყმებით, რომლებიც ყოველ ღამით ხორციელდება.

“რუსეთის თითოეული “შაჰედი”, თითოეული რუსული რაკეტა, ეს არის სხვა ქვეყნების წარმოების კომპონენტები. რუსეთის ერთი ღამის დარტყმაში არის 165 დამრტყმელი ერთეული – „ისკანდერები“, „კალიბრები“’ და მკვლელობის სხვა საშუალებები, ეს არის ასობით და ათასობით კომპონენტი სხვა ქვეყნებიდან. ევროპის, ჩინეთის და ამერიკის ქვეყნებიც კი. ასეთი კრიტიკული კომპონენტების გარეშე რუსეთს არ ექნება არანაირი შესაძლებლობა, გაანადგუროს სხვა ერების სიცოცხლე. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს რეალურად ძლიერი და ისეთი, რომ მათი გვერდის ავლა შეუძლებელი იყოს ნებისმიერ გარემოებაში. არ უნდა დარჩეს რუსეთში თავდაცვითი წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების არცერთი გზა. სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც თანამონაწილეობა ომში და მან, ვინც ეხმარება სიცოცხლის განადგურებას, ამაზე პასუხი უნდა აგოს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ