leaderboard_below_slide
left_sabechdi

გერმანიის რამდენიმე ქალაქში “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” მიგრაციული პოლიტიკისა და “ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

გერმანიის რამდენიმე ქალაქში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მიგრაციული პოლიტიკისა და ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

გერმანული მედიის ცნობით, ჰამბურგში გამართულ დემონსტრაციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

პოლიციის განცხადებით, ქალაქის ცენტრში 65 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ორგანიზატორების მონაცემებით კი, დემონსტრაციაში 80 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

საპროტესტო გამოსვლები „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და ულტრამემარჯვენე პარტიის თანამშრომლობის წინააღმდეგ ასევე გაიმართა ლაიპციგში, ბრემენსა და სხვა ქალაქებში.

მანამდე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა წარადგინა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტი. ინიციატივამ, რომელსაც მხარი დაუჭირა პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის”, ბუნდესტაგში საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.

ასევე იხილეთ