აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალურმა კომიტეტმა ახალ თავმჯდომარედ მინესოტას შტატში პარტიის ლიდერი კენ მარტინი აირჩია
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალურმა კომიტეტმა ახალ თავმჯდომარედ მინესოტას შტატში პარტიის ლიდერი კენ მარტინი აირჩია. მან ხმის მიცემის პირველ ტურში თავისი მეტოქე ვისკონსინში დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბენ უიკლერი დაამარცხა.
კენ მარტინი მინესოტაში დემოკრატიულ პარტიას 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რვა წლის განმავლობაში იკავებდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას.
“დღევანდელი არჩევნები აღნიშნავს ახალ თავს დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის ხელმძღვანელობაში. დონალდ ტრამპი და მისი მილიარდერი მოკავშირეები გაფრთხილებული არიან – ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ მშრომელთა ოჯახების გაძარცვისთვის და ჩვენ დავამარცხებთ მათ საარჩევნო ყუთებთან”, – ნათქვამია მარტინის განცხადებაში.