leaderboard_below_slide
left_sabechdi

სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი 2 თებერვალს საუდის არაბეთში ჩავა

სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა 2 თებერვალს საუდის არაბეთში ჩავა.

ეს იქნება შარაას პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი, მას შემდეგ, რაც დეკემბერში ბაშარ ასადმა ქვეყანა დატოვა და ამბოხებულთა ძალები ქვეყნის სათავეში მოვიდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში 24 იანვარს იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ სამეფო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპასთან და აშშ-თან, რათა დაეხმაროს სირიისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას.

ასევე იხილეთ