შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას.
როგორც BBC წერს, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დაწესდა, ჩინეთიდან იმპორტზე – 10% ტარიფი, ხოლო კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს.
თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.