ვალენსიაში რეგიონის პრეზიდენტის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მას ოქტომბერში გამანადგურებელ სტიქიაზე არასათანადო რეაგირებაში სდებენ ბრალს.
29 ოქტომბერს წყალდიდობას ვალენსიის რეგიონში 224 ადამიანი ემსხვერპლა. სამი მოქალაქე კი ამ დრომდე უგზო- უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ წყალდიდობის მსხვერპლთა ოჯახის წევრები.