ირაკლი ჩიქოვანი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და NATO-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და NATO-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება განაგრძობს NATO-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და NATO-სთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე.