დავით ქართველიშვილი: ნაკელის დაყრით პროტესტი სხვადასხვა ქვეყანაში მიმართული იყო სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების მიმართ ყურადღების მიპყრობის მიზნით, რაც საქართველოს რეალობასთან კავშირში ვერ მოდის
„მესმის, რომ შარფ/აკერმანის “რევოლუციურ” სახელმძღვანელოში ეს ერთი პუნქტიღა დაგრჩათ გამოსაცდელი, მაგრამ შეგახსენებთ – სად, როდის, ვინ და რატომ მიმართავდა პროტესტის ამ ფორმას“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორისა და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის შემდეგ განცხადებას -„საოცარი იქნებოდა, თუ ქართველი ფერმერები მთავრობის ყველა შენობის წინ ნაკელს დაყრიდნენ!“, ეხმიანება.
დავით ქართველიშვილის განმარტებით, ნაკელის დაყრით პროტესტი სხვადასხვა ქვეყანაში სიმბოლურად მიმართული იყო ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების მიმართ ყურადღების მიპყრობის მიზნით, რაც საქართველოს რეალობასთან კავშირში ვერ მოდის.
„მამაო, მარხვაში ზღრენის ჭამა შეიძლებაო?”. არა, ლორა-ჯან, არ შეიძლება. მარხვის გარეშე შეგიძლია. გააგრძელე შენს სტიპენდიატებთან ერთად ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით – ამ პროცესს ნუ შეეშვებით. მესმის, რომ შარფ/აკერმანის “რევოლუციურ” სახელმძღვანელოში ეს ერთი პუნქტიღა დაგრჩათ გამოსაცდელი, მაგრამ შეგახსენებთ – სად, როდის, ვინ და რატომ მიმართავდა პროტესტის ამ ფორმას.
ნეხვის დაყრის ფორმით პროტესტი მთავრობების შენობებთან ან საზოგადოებრივ ადგილებში XX საუკუნიდან აქტიურად გამოიყენებოდა, თუმცა ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებული ყურადღება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და სხვა რეგიონებში მიიპყრო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა უკავშირდება ფრანგ ფერმერებს, რომლებმაც 1970-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყეს ამ მეთოდის გამოყენება. ისინი ნეხვს ყრიდნენ მთავრობის დაწესებულებების ან მსხვილი კორპორაციების ოფისების წინ, პროტესტის ნიშნად, როდესაც უკმაყოფილო იყვნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბალი შესასყიდი ფასებით ან ფასწარმოქმნის არასამართლიანი სახელმწიფო პოლიტიკით.
მსგავსი აქციები გაიმართა ასევე:
ბელგიაში 2015 წელს, როდესაც ფერმერები პროტესტს გამოხატავდნენ რძისა და ხორცის ფასების ვარდნის გამო;
ნიდერლანდებში 2019 და 2020 წლებში, სადაც პროტესტანტმა ფერმერებმა ნეხვის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწიეს ეკოლოგიური რეგულაციების ახალ წესებს;
ლათინურ ამერიკაში (მაგალითად, არგენტინაში) მსგავსი აქციები აგრარულმა სექტორმა სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემის გასაპროტესტებლად ჩაატარა.
ამგვარი პროტესტი სიმბოლურად მიმართული იყო ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების მიმართ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობის მიზნით, რაც საქართველოს რეალობასთან ვერანაირ კავშირში ვერ მოდის. სამაგიეროდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ
ნეხვის არა, მაგრამ “ზღრენის” დიდ მასებში ჩაფლო თქვენი იდეოლოგიის მატარებელი ძირითადი ოფისები. ალბათ შენობებში შეღწეულმა სპეციფიკურმა სუნმა გაგახსენეს ნეხვის თემა, მაგრამ – “ნურას უკაცრავად”, – წერს დავით ქართველიშვილი.