მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, შალვა გოჩიტაშვილს 101 წლის იუბილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს
“კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შალვა გოჩიტაშვილს 101 წელი შეუსრულდა. იუბილარს, დაბადების დღე კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომდგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა ზვიად საბაშვილმა და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ვეტერანი ომში 17 წლის ასაკში წავიდა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის შავი ზღვისპირეთს იცავდა და სამშობლოში, 1947 წელს დაბრუნდა. კასპის მუნიციპალიტეტის მერია შალვა გოჩიტაშვილს ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.