leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში, არის დაცული, თუმცა როგორც კი მიიღებს შეკრება კანონის საწინააღმდეგო ხასიათს, იქ კანონი იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული

“ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში, არის დაცული, თუმცა როგორც კი მიიღებს შეკრება კანონის საწინააღმდეგო ხასიათს, იქ კანონი იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

სუბარი ოპოზიციის მიერ მაგისტრალების ბლოკირების გეგმას გამოეხმაურა.

“როდესაც იკეტება რკინიგზა, ცენტრალური მაგისტრალები, რომლებიც პრაქტიკულად მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური კოლაფსი გააკეთონ ქვეყანაში და მოქალაქეებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილება, ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებს კანონი და საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში, არის დაცული, თუმცა როგორც კი მიიღებს შეკრება კანონის საწინააღმდეგო ხასიათს, იქ კანონი იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული”, – აღნიშნა სუბარმა.

“ნაციონალური მოძრაობის” მორიგი მავნებლური კამპანია – აპირებენ ტაქსები ტყუილად გამოიძახონ, რათა საავტომობილო გზაზე კოლაფსი გამოიწვიონ.

ასევე იხილეთ