leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე ლორა თორნტონაზე: გასული არის ყველა ზღვარს და საუბრობს იმაზე, რაც მისი საქმე არ არის

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მოწოდებას საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ, რომ „კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ“.

“გასული არის ყველა ზღვარს და საუბრობს იმაზე, რაც მისი საქმე არ არის. ის არის იმ ძალების ერთი გამხმოვანებელი, რომლებსაც სხვადასხვა ძალებს უწოდებენ ხოლმე და ჩვენს შემთხვევაში გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ხოლო შეერთებულ შტატებში „დიფ სთეითს“ უწოდებენ”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე იხილეთ