leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მზია ამაღლობელს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს. ამასთან, იგი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „მზია ამაღლობელი მძლავრი იარაღია“.

ეს ყველაფერი დადგმული ინსცენირებაა, კიდევ ერთი სურვილია, მოახდინონ სიტუაციის რადიკალიზაცია. არ არის შიმშილობა ის იარაღი, რითაც ადამიანები თავს იცავენ საპროცესო მოცემულობაში. მე მოვუწოდებ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა. ეს ვერ იქნება შანტაჟის იარაღად გამოყენებული ქვეყნის ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი შიმშილობს. მის გათავისუფლებას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები.

„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.

ასევე იხილეთ