leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი მზია ამაღლობელზე: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო, ოღონდ რამე მოუვიდეს, რომ ამით ოპოზიციამ პოლიტიკური უდღეური დღის წესრიგი რამენაირად გაიხანგრძლივოს

“ისეთი შთაბეჭდილება რჩება, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო, ოღონდ რამე მოუვიდეს, მძიმე შემთხვევა დადგეს, რომ ამით მათი პოლიტიკური უდღეური დღის წესრიგი რამენაირად გაიხანგრძლივოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „მზია ამაღლობელი მძლავრი იარაღია“.

“მათი (ოპოზიციის) ამოსავალი წერტილი არის მსხვერპლის მოძებნა. სულერთია ეს მსხვერპლი რა ფორმით იქნება, აუცილებელია მსხვერპლის შექმნა, რადგან ამ მსხვერპლის გარშემო უნდა მოხდეს შემდეგ სიტუაციის ესკალაცია. აქედან გამომდინარეა, რომ არცერთი იტყვის მაგალითად, რომ შეწყვიტე შიმშილობაო, პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო, ოღონდ რამე მოუვიდეს, მძიმე შემთხვევა დადგეს, რომ ამით მათი პოლიტიკური უდღეური დღის წესრიგი რამენაირად გაიხანგრძლივონ”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ