სანდრო ბრეგაძე: პრეზიდენტ ალიევის გზა არის ერთგვარი სახელმძღვანელო ჩვენთვის, რათა დავიბრუნოთ აფხაზეთი

“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ჩვენ უნდა მივბაძოთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელიც დიდი ხანი ემზადებოდა ყარაბახის დასაბრუნებლად და მხოლოდ მაშინ გადავიდა მოქმედებაზე, როდესაც ამის დრო დადგა”,– ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
“პრეზიდენტმა ალიევმა საუკეთესო მოჭადრაკესავით ითამაშა პოლიტიკურ-დიპლომატიურ დაფაზე და ყველა სვლაში მოუგო მისი ქვეყნის მტრებს, რაც გახდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი. მინდა, ქართველ პოლიტიკოსებს ვუთხრა – პრეზიდენტ ალიევის გზა არის ერთგვარი სახელმძღვანელო ჩვენთვის, რათა დავიბრუნოთ აფხაზეთი”, – წერს ბრეგაძე.