leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: სრულად ვიზიარებ ბატონი შალვა პაპუაშვილის პოზიციას – დონორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ გადახდილ თანხებზე და მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე

“სრულად ვიზიარებ ბატონი შალვა პაპუაშვილის პოზიციას – დონორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ გადახდილ თანხებზე და მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის კომენტირებისას.

„სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მიემართებოდა მათ შორის „პუბლიკასაც“ და მის დონორსაც და მოუწოდებდა, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად სად შეიძლება იყოს ჩადენილი ეს დანაშაული, წინასწარ არ უნდა გაამჟღავნოს პასუხისმგებლობიანმა მედიამ და უნდა იყოს ფრთხილად, როდესაც ის კონკრეტულ მოვლენას აშუქებს. ეს ადამიანები რას აღიქვამენ და თავიანთ განცხადებას, ქმედებას როგორ შეფუთავენ, ამაზე ვერ იქნება დამოკიდებული ვერც ერთი თავმოყვარე სახელმწიფოს წარმომადგენელი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავტომაგისტრალის ბლოკირების გეგმასთან დაკავშირებით გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „დამფინანსებელი პასუხს აგებს მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე“ და „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს“.

ასევე იხილეთ