leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: დონორებს ვაფრთხილებთ, ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია

„დანაშაულის წახალისების უფლება არავის არ აქვს და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო შალვა პაპუაშვილის განცხადება მიმართული დონორის, ანუ ევროკავშირის მიმართ“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, არავინ არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ერევა, თუმცა, დონორებს აფრთხილებენ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია.

„აქვე გავიხსენებ, რომ როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვიღებდით, ჩვენი ოპონენტები, მათ შორის – ენჯეოები, პოლიტიკური პარტიები და ჟურნალისტების ნაწილი, გვეკითხებოდნენ, რომ როგორ, საქართველოში დონორები ძირითადად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან და თქვენ ამბობთ, რომ ისინი ცუდ რამეებს აფინანსებენ ქვეყანაშიო? მაგრამ, როცა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მან და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ის თქვეს, რასაც ჩვენ ვამბობდით. არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არავინ ერევა, თუმცა, დონორებს ვაფრთხილებთ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არის დანაშაულის წაქეზება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ