სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, აქციის მონაწილეების მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა აღკვეთეს
სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, აქციის მონაწილეების მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა აღკვეთეს.
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის პროვოცირება სცადეს, აქციაზე გიგი უგულავა და ნიკა მელია დააკავეს.
დღეს „თბილისი მოლთან“ დაანონსებულ აქციაზე პროტესტის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.