leaderboard_below_slide
left_sabechdi

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს ჯერ მშვიდობა არ სურს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინაში სამართლიან მშვიდობას, მაგრამ რუსეთს ჯერ მშვიდობა არ სურს. ამის შესახებ მან El Diario- სთან ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამ მომენტში მშვიდობა არ ჩანს, რადგან ერთ-ერთ მხარეს, რუსეთს, არ სურს მშვიდობა. ვინ საუბრობს მშვიდობაზე? ვინ წარმოადგინა სამშვიდობო გეგმები? ეს ყოველთვის იყო უკრაინული მხარე, პრეზიდენტი ზელენსკი“, – აცხადებს მინისტრი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელები მხარს დაუჭერენ ნებისმიერ გეგმას სამართლიანი მშვიდობისთვის.

„როდესაც ვუსმენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს, ის ყოველთვის საუბრობს ომზე და ომის მოგებაზე. ჩვენ ვერაფერს გადავწყვეტთ უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტით“, – აცხადებს ალბარესი. 

მან დასძინა, რომ რადგან ეს ევროპული უსაფრთხოების საკითხია, ევროპის ხმა ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ასევე იხილეთ