leaderboard_below_slide
left_sabechdi

შოთა ბერეკაშვილი: EMAAR Group-ის მსგავსი დეველოპერული ჯგუფის შემოსვლა საქართველოში წლის მოვლენაა – მინდა მივულოცო პრემიერ-მინისტრსა და მის ეკონომიკურ გუნდს ასეთი წარმატებული ვიზიტი

„EMAAR Group-ის მსგავსი დეველოპერული ჯგუფის შემოსვლა საქართველოში წლის მოვლენაა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე შეფასებით, 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

„მინდა მივულოცო პრემიერ-მინისტრსა და მის ეკონომიკურ გუნდს ასეთი წარმატებული ვიზიტი. მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკურმა ჯგუფმა პროაქტიულად იმუშავა, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, EMAAR Group-ის აქტივების ღირებულება 48,2მლრდ დოლარს შეადგენს. ამასთან, აღნიშნული ჯგუფის მართვის ქვეშ არის პრემიუმ კლასის 1,4 მლნ. კვადრატის კომერციული ფართი. EMAAR Group-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 38 პრემიუმ სასტუმროს მართავს.

გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ასევე იხილეთ