leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: გმირი მზია” და „გმირი ვაჟა” ერთად არ გამოდის და უნდა ჩამოყალიბდეთ!

„ოსი ექსტრემისტებისთვის ბოდიშის მოხდა რატომ არის გმირობა, მითუმეტეს, როცა არაფერი დაგიშავებია და ქართველი პოლიციელისთვის ბოდიშის მოხდა რატომ არის სირცხვილი, როცა ქვეყანამ დაინახა, რომ დააშავე?!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მზია ამაღლობელმა ბოდიში რისთვის უნდა მოიხადოს, არაფერი დაუშავებიაო!

და ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რა დააშავა, ბოდიშიც რომ მოიხადა და შეწყალების თხოვნითაც მიმართა „მის აღმატებულება სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს”?!

ბოდიშის მოხდის შემდეგ „გმირ ვაჟა ექიმს” რომ უწოდებთ, რა საგმირო საქმე ჩაიდინა?!

„იქ ჯდომას” და „აქ ჯდომას” არ ვადარებ ერთმანეთს, უბრალოდ, გეკითხებით:

ოსი ექსტრემისტებისთვის ბოდიშის მოხდა რატომ არის გმირობა, მითუმეტეს, როცა არაფერი დაგიშავებია და ქართველი პოლიციელისთვის ბოდიშის მოხდა რატომ არის სირცხვილი, როცა ქვეყანამ დაინახა, რომ დააშავე?!

„გმირი მზია” და „გმირი ვაჟა” ერთად არ გამოდის და უნდა ჩამოყალიბდეთ!” – წერს ბონდო მძინარაშვილი, 

ასევე იხილეთ