„ეს არ არის „აქციები”, ეს არის ღია და დაუფარავი პროვოკაციები და მოსახლეობის ნერვებით თამაში” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელი, მედეა შაფათავა წერს:
„ვუყურებ, ამათ „აქციას”.
მინდა, გითხრათ: პოლიციელი ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც აქვს ნერვები.
ეს არ არის „აქციები”, ეს არის ღია და დაუფარავი პროვოკაციები და მოსახლეობის ნერვებით თამაში.
ეს არის სადიზმი და ეს არის უმაღლესი დონის სამარცხვინო მანიპულაცია სხვისი გონებრივი სისუსტის, უცოდინრობის ნამუსზე აგდებით და ამ აგდებული ჯგუფების ჯანმრთელობის და კარიერის ფასად ერთი მუჭა დამალული სულგაყიდული აგენტების ჯიბის გასასქელებლად და ქვეყნის სტაბილურობის ასარევად მართული უნიჭო ღონისძიებები. სოუსად რა საშინელი ლექსიკონი და რა „მოტივატორები” მოსდევს, არ გავევრცობი.
არ გაგივათ. გავუძლებთ და არ აგარევინებთ. არც იოცნებოთ.
დავიღალეთ, მაგრამ თქვენ გადაგღლით უფრო, ვიდრე დაგითმობთ.
დიდი მადლობა გადაუხადეთ შსს-ს, რომ საერთოდ ქუჩაში ცხვირის გამოყოფის საშუალებას გაძლევენ და არ დაგნომრეთ #1 ფაშისტი, #2 და ა.შ., და არ ნადირობენ თქვენზე. ფაშიზმი საწყისშივე ჩასაკლავია.
მადლობა, შსს, რომ თქვენი ჯანმრთელობის და ნერვული სისტემის განადგურების ფასად, თქვენი ოჯახების, დედების, ცოლების, დების, ძმების და შვილების ყოველდღიური ნერვიულობის ფასად იცავთ ამ ქვეყნის სიმშვიდეს” – წერს მედეა შაფათავა.