„არა მხოლოდ საინტერესო განცხადება გააკეთა დღეს ილონ მასკმა, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ოფიციალურად წარმოადგენს შეერთებულ შტატებს, მან გამოიტანა განაჩენი და ამ განაჩენით დადასტურდა, რომ საქართველოში უცხოური დაფინანსებით იყო მცდელობა, მომხდარიყო სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების და ხელისუფლების დამხობა, რომელშიც ცხადია, მონაწილეობდა ქართული ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი”, – განაცხადა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ბუნებრივია, ამ განაჩენთან, ანუ ბრალდების დადასტურებასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, ჩემი აზრით, დღეს. ეს არის პირველი შესაძლებლობა ოფიციალური, საიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან აშშ-სთან. როდესაც არსებობს ურთიერთობაში გაურკვევლობა, იქნება ეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა თუ სხვა ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობა, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის გაშიშვლება, სიმართლე უნდა ითქვას და მერე უნდა მოხდეს მისი გამოსწორება. სიმართლე ითქვა, დღეს მასკმა დაადასტურა ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება და არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ, მედია სექტორიც აქტიურად აშუქებდით და ამბობდით, რომ ეს იყო უცხოური დაფინანსებით საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
მადლობა, მინდა ვუთხრა ილონ მასკს იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება უკვე დავიწყოთ ურთიერთობის გადატვირთვა იმიტომ, რომ სიმართლე ითქვა, გარკვეულია რა ხდებოდა, რა მიზნით ხდებოდა და მე იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობა იმაზე უფრო კარგი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი პერიოდის დროს იყო“, – აღნიშნა სოსო გიორგაძემ.