leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოსო გიორგაძე: „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც არ დაუკარგავს ტერიტორიები და არ უომია. მომავალ წელს პირველი სრულწლოვანი თაობა გვეყოლება, რომელსაც ომი არ უნახავს საქართველოში

„სალომე ზურაბიშვილი ეცადა, რომ გაეყო საქართველოს მოსახლეობა და ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტი შეექმნა, ქვეშევრდომად იქცა მარგინალური ოპოზიციის და დასავლეთთან ლამის წერილებს აგზავნიდა, რომ ინტეგრაცია შეჩერებულიყო. იარაღი მისცა ქართველმა ხალხმა ქალბატონ სალომეს, რომ დაეცვა ქვეყანა, მოტრიალდა და ამ იარაღის ყველა ტყვია ესროლა საქართველოს ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინა მისი მტრების წინააღმდეგ. ასე იქცევა ოპოზიციის დიდი ნაწილი”, – განაცხადა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„უცხოეთში საქართველოს ბედის გადასაწყვეტად მორბენალი ხალხის კრებსითი სახელი თუ დაგვავიწყდა ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ისტორიის ვერც ერთი ფურცელი ვერ გაგვიგია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გავიგეთ იმიტომ, რომ თუნდაც ის შედეგი, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე დადგა, როდესაც ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი და უმრავლესობაში მოიყვანა ხელისუფლება, რომელიც არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც არ დაუკარგავს ტერიტორიები და უომია. 18 წელი გახდება მომავალ წელს. ანუ პირველი სრულწლოვანი თაობა გვეყოლება, რომელსაც ომი არ უნახავს საქართველოში.

ეს არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის შემდგომ, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მსხვერპლი არ ჰყავს. ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გამოიარა, აქცენტს და არჩევანს აკეთებს პრაგმატულად და გონიერად და ამიტომაც არის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, – აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

ასევე იხილეთ