დონალდ ტრამპი: ვმუშაობთ უკრაინასთან და რუსეთთან, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარეებთან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის „ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები უკრაინასთან, რუსეთთან და სხვადასხვა მხარეებთან“.
„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან და რუსეთთან, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარეებთან, მათ შორის უკრაინასა და რუსეთთან“,- განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის მიერ არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება.
ამ განცხადებას გამოეხმაურა კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, დიმიტრი ლიტვინი და განაცხადა, რომ ეს წარუმატებელი გეგმაა.