leaderboard_below_slide
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები  დაიწყო.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე   საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებთან ერთად მეტეხის და ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფლის მოსახლეობას შეხვდა. სოფელ მეტეხში, ბარნაბიანთკარში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, ქვემო გომში,  ნიაბში და ბორტაში  ადგილობრივებმა პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

2025 წელს კასპის მუნიციპალიტეტისთვის 950 000 ლარია გამოყოფილი, რომლითაც მუნიციპალიტეტის 73 სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

ასევე იხილეთ