leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოლაფ შოლცი: ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, უპასუხოს აშშ-ის სავაჭრო ტარიფებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, უპასუხოს აშშ-ის სავაჭრო ტარიფებს.

„აშშ-იც და ევროპაც სარგებელს იღებენ საქონლისა და მომსახურების ვაჭრობიდან. თუ სავაჭრო პოლიტიკა ამ პროცესს ართულებს, ეს ორივე მხარისთვის ცუდი იქნება,“ – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს შეუძლია, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებზე.

„რაც ცხადია, ის არის, რომ როგორც ძლიერ ეკონომიკურ რეგიონს, ჩვენ შეგვიძლია, ვუპასუხოთ ტარიფებს ჩვენი საკუთარი ტარიფებით. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ კიდეც. საბოლოო მიზანი უნდა იყოს თანამშრომლობისკენ მიმავალი გზა“, – განაცხადა შოლცმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 25%-იანი, ხოლო ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 10%-იანი ტარიფები დაწესდა.

კვირას, გვიან საღამოს, ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „უდავოდ“ დააწესებს ტარიფებს ევროპული პროდუქციის იმპორტზე.

ასევე იხილეთ