leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხათუნა ხოფერია: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი ირაკლი დგებუაძე – ქართული სახელმწიფოა!

„საქართველოს მტრებმა, იციან – თუ გინდა, სილა გააწნა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, გაარტყი ქართველ პოლიციელს!” –  ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ირაკლი, ჩემო კეთილო, საყვარელო ბიჭო, შენ ჩემი ბექას მეგობარი ხარ, შენ ჩემი ბექას თანაგუნდელი ხარ. უკვე დიდები ხართ ორივენი, გაიზარდეთ და მაგარი კაცები გახდით, წარმატებულები, მშრომელები… ერთგულები თქვენი საქმის და საქართველოსი! ფეხბურთშიც მაგრები იყავით… ბოლომდე მებრძოლები!

მე ვამაყობ თქვენით!

დგებო, მე ვიცი, რომ შენთვის, ჩემი აზრი ბევრად უფრო ყურადსაღებია, ვიდრე ნაირა გელაშვილის, ამიტომ, გთხოვ, არ მიაქციო ყურადღება! ღმერთმა განსაჯოს!

ის კი, რაც ხდება შენ გარშემო – პერსონების მხრიდან შენი შეურაცხყოფის, დამცირების მცდელობა, დამუნათება და ა.შ. გამიზნულია ერთი რამისთვის – ფსიქოლოგიურად გაგტეხონ, სულიერად შეგარყიონ. და იცი რატომ? პოლიციის ფორმაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი ირაკლი დგებუაძე – ქართული სახელმწიფოა!

დიახ, ასეა! მათ, საქართველოს მტრებმა, იციან – თუ გინდა, სილა გააწნა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, გაარტყი ქართველ პოლიციელს!

როგორი საბრალონი არიან… სულგაყიდულები…

მე ვამაყობ შენით!

ამის თქმა მინდოდა, ჩემო საომედო ადამიანო!” – წერს ხათუნა ხოფერია.

 

ასევე იხილეთ