ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული ცვლილება სააგენტოში მიმდინარე არეულობის ფონზე ხდება და წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადასვლას ისახავს მიზნად.