leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას. ფონდის შექმნა კი ტრამპმა სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტებს დაავალა. ტრამპის თქმით, სუვერენული სიმდიდრის ფონდის გამოყენება შესაძლოა, აპლიკაცია „ტიკ ტოკის“ შესაძენად გამოიყენონ.

„ძალიან ამაღელვებელი შემთხვევაა. ჩვენ გვექნება სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც აქამდე არასდროს გვქონია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რაც ქმნის სიმდიდრეს და თქვენ ამას ხედავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი სიმდიდრე შევქმენით“, – თქვა ტრამპმა.

ფონდი მომდევნო 12 თვის განმავლობაში შეიქმნება.

ასევე იხილეთ