„ბატონო ფიშერ, თქვენ, ალბათ, არ გახსოვთ და შეგახსენებთ, რომ ჩვენმა წინაპრებმა არა თუ იმუშავეს, არამედ საკუთარი სიცოცხლე დათმეს თქვენთვის, ევროპისთვის და სრულიად სამყაროსთვის, რომ ფაშიზმი, არანაირი ფორმით, არ არსებულიყო დღევანდელ რეალობაში!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს და საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მან ბევრი იმუშავა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო.
„ბატონო ფიშერ, თქვენ, ალბათ, არ გახსოვთ და შეგახსენებთ, რომ ჩვენმა წინაპრებმა არა თუ იმუშავეს, არამედ საკუთარი სიცოცხლე დათმეს თქვენთვის, ევროპისთვის და სრულიად სამყაროსთვის, რომ ფაშიზმი, არანაირი ფორმით, არ არსებულიყო დღევანდელ რეალობაში!
რამდენი ქართველის სიცოცხლე შეეწირა თქვენი წინაპრების გამრუდებულ პოლიტიკურ ხვაშიადს, მაგ სტატისტიკას ნუ მომაშველიებინებთ!
ასე რომ – თუ ვინმეს, ვინმეს ვალი გმართებთ, ჯერ ქართველებით დაიწყეთ, იცი, როგორი საჯიშე ბიჭები გვყავდა, სანამ ფაშიზმი ლიბერალიზმის გარეშე ბოგინობდა ევროპაში?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.