ილონ მასკი: კორუმპირებული პოლიტიკოსები, რომლებიც USAID-ის შენობასთან პროტესტს მართავენ, ფულს USAID-ისგან იღებენ
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ვაშინგტონში USAID-ის შენობასთან „დემოკრატი“ კომგრესმენების საპროტესტო აქციას ეხმაურება.
„კორუმპირებული პოლიტიკოსები, რომლებიც USAID-ის შენობასთან პროტესტს მართავენ, ფულს USAID-ისგან იღებენ. ამიტომაც არიან იქ – მათ უნდათ თქვენი გადასახადებიდან მოპარული დოლარები!“ – აღნიშნა ილონ მასკმა.